|
2015-05-02 10:18:14, 755 ნახვა
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გაიხსნა, რომელიც რეგიონში აქამდე არ ფუნქციონირებდა. გახსნის ცერემონიას შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ნუგზარ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენას უახლესი ნარკოტესტებით ახორციელებს. ექიმი-ნარკოლოგები ასევე აწარმოებენ კლინიკურ შემოწმებას პირის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის დასადგენად. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს კრიმინალისტიკური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას. კრიმინალისტიკური სამსახური აღჭურვილია სისტემით, რომელიც დაკავშირებულია ერთიან ბაზასთან, რისი საშუალებითაც პიროვნების თითის ანაბეჭდებისა და ფოტოსურათის მონაცემთა ბაზასთან შედარება და პირის ვინაობის დადგენა ოპერატიულად ხორციელდება. ახალი ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი მცხეთა-მთიანეთის სამართალდამცავ დანაყოფებს მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)