01:24 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 14:12:45, 1870 ნახვა

საზოგადოება
ექიმების ინფორმაციით, ყიზილაჯლოში დაჭრილი 4 პირიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალის" მთავარი ექიმის ტატა შენგელაიას ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” წევრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი ექიმის თქმით, კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"2 პაციენტი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, კვლავ კლინიკაში რჩება, მაგრამ დღეს სავარაუდოდ გავწერთ სახლში. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ორივეს აქვს მუცლის ღრუს შემავალი მრავლობითი დაზიანებები. ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია და ორივე რეანიმაციის განყოფილებაში წევს. ისინი მართვითი სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული და გადიან შესაბამის მკურნალობას", - განაცხადა შენგელაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ყიზილაჯლოში "ქართულ ოცნების"" შტაბის წევრებს უცნობი პირი/პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics