|
2017-10-20 10:31:48, 2010 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატო-ს მომავალ სამიტზე რუსეთის ქმედებები აუცილებლად იქნება განხილული
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვანიპარტნიორია არამარტო პოლონეთისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოსთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის განიხილება სამომავლო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, გამოთქვა იმედი, რომ ამკუთხით სამიტი საქართველოსათვის წარმატებული იქნება და ყოველი სამიტი კიდევ უფრომეტად დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან. ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ მიულოცა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულიპროგრესი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველსავაჭრო სივრცეს და უვიზო მიმოსვლას გულისხმობს. მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა, მინისტრმა იმედიგამოთქვა, რომ საქართველო დიდი მონდომებითა და სწრაფი ტემპებით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა შეხვედრისას საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთისაგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრეს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაშეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელორუსში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით,რომელიც, მისი თქმით, მრავალი საფრთხის შემცველია საერთო, ევროპული უსაფრთხოებისათვის. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე აუცილებლადიქნება განხილული რუსეთის ქმედებები, სამხედრო წვრთნები და შეფასებული იქნებასაფრთხეები. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას დააღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში, როგორც აზია -ევროპას შორის გზაგასაყარი და დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მრავალ შესაძლებლობასუხსნის თავის პარტნიორებს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და საერთო უსაფრთხოებისმიმართულებებით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი, მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენიქვეყნებისათვის - ქვეყნებისათვის, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსეთის იმპერიას და მოიპოვესდამოუკიდებლობა. შესაბამისად, აუცილებელია, მხარდაჭერით გავაძლიეროთ ერთმანეთი და არდავუშვათ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის შელახვის პრეცედენტები.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)