|
2017-10-19 18:50:55, 2059 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არტ ფესტივალის გახსნას დაესწრო. ფესტივალი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით კახა კალაძის მხარდასაჭერად გაიმართა. ღონისძიებაში ახალგაზრდა ხელოვანები და თავისუფალი სტილით მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, მათ შორის იყო გამოფენა, ადგილზე ხატვა და თავისუფალი სტილის ცეკვებში შეჯიბრი. „ჩვენ გავაკეთეთ გამოფენა, რომლის კონცეფცია იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. ხუთმა ახალგაზრდა მხატვარმა გავაკეთეთ ნამუშევრები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ სიცოცხლით სავსე ქალაქს. გამოვიყენეთ რამდენიმე მედიუმი, ეს იყო ინსტალაცია, ფერწერა, პოსტერი, კოლაჟი და ფოტოგრაფია. ეს ყველაფერი გაკეთდა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად“ - აღნიშნა არტ ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა მარიამ ყანდიაშვილმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე გაიმართა ტურნირი ქუჩის კალათბურთში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)