|
2017-10-18 10:41:33, 1668 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დელეგაცია ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) სათაო ოფისს ეწვივნენ და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებზე ისაუბრეს. „შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ახალი სამუშაო შეთანხმების პროექტის დეტალებზე იმსჯელეს. შეთანხმების პროექტი საქართველოს შსს-ს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებას, ერთობლივ ოპერაციებში ჩართულობას, რისკის ანალიზის კუთხით თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა FRONTEX-ის ერთობლივი ოპერაციების, დაბრუნების ოპერაციების, რისკის ანალიზისა და სასწავლო დანაყოფების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი იყო FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობისა გაღრმავება და სამომავლო გეგმების განხილვა“, - აცხადებენ შსს-ში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)