05:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 15:20:06, 2128 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: გაგებით ვეკიდები აქციებს - არ შეიძლება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავს, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, აქციის მშვიდობიანი წარმართვა უზრუნველყონ.

"გაგებით ვეკიდები აქციებს და პატივს ვცემ მათში მონაწილე ადამიანებს. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა სამართალდამცველს მოვუწოდებ, რომ აქციის მშვიდობიანად წარმართვა უზრუნველყონ. არავითარ შემთხვევა არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ, რომლებიც 31 აგვისტოს მოხდა, სადაც ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა", - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ წესრიგის უზრუნველყოფა სამართალდამცველებისა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ცნობისთვის, კიევში, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები პარლამენტს მოუწოდებენ დეპუტატების ხელშეუხებლობა გააუქმონ, ასევე შეცვალონ საარჩევნო კანონმდებლობა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ. ადგილზე 3.500 სამართალდამცველია მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics