23:14 - 25 Jul, 2026
|
2017-10-16 15:20:49, 2158 ნახვა
საზოგადოება
ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა
ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 61 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის მთავარმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნება. „აღენიშნება თავის, ზემო და ქვემო კიდურების დამწვრობა. ასევე სასუნთქო გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. კიდევ ერთ დაშავებულს, 51 წლის მამაკაცს მტევნებზე ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებოდა. მას ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და სახლში გაწერეს. მესამე დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)