23:14 - 25 Jul, 2026
|
2017-10-16 13:22:16, 2111 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისისთვის, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 718 200 ადამიანი შეადგინა. საქსტატის ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 3 720 400 იყო, შესაბამისად, ქვეყანაში მოსახლეობა 2 200 ადამიანით შემცირდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, 2 128 600 ადამიანი საქალაქო, ხოლო 1 589 600 სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს. მოსახლეობიდან 1 781 500 ქალი, ხოლო 1 936 700 მამაკაცია. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის მოსახლეობამ 1 114 600 ადამიანი შეადგინა. ცნობისთვის, მონაცემები ეფუძნება 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)