|
2017-10-15 10:19:10, 2155 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ისნის, დიღმის მასივისა და ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა
კახა კალაძე ისნის, დიღმის მასივისა და ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა და სვეტიცხოვლობა მიულოცა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ამომრჩევლებს პროგრამული ხედვის პრიორიტეტები გააცნო. „მე ვიცი თბილისის პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ისიც კარგად მაქვს გააზრებული, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა 4 წელიწადში შეუძლებელია, მაგრამ იმის ამბიცია მართლა გამაჩნია, რომ რეფორმები და პროექტები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ხელშესახები იყოს ყველა თბილისელისთვის“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას. შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატები - ნინო ლაცაბიძე, ილია ჯიშკარიანი, ლადო ძნელაძე და თარაშ შურღაია, ასევე პარლამენტის წევრები - ლევან გოგიჩაიშვილი, ილია წულაია და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)