|
2017-10-13 14:52:25, 1800 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ესაა კონსტიტუცია, რომელშიც მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი სიძლიერის მიზანი დევს
„ეს არის დოკუმენტი, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელშიც დევს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი სიძლიერის მთავარი მიზანი და არა ერთი პოლიტიკური ძალის, თუნდაც კოალიციის პოლიტიკური მიზანი“,-ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. ბესელის თქმით, კონსტიტუცია, რომელსაც დღეს დაამტკიცებენ, ქვეყანას და ქართველ ხალხს მოემსახურება: „არც ერთ საკითხს არ აქვს ისეთი სამართლებრივი წუნი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის, ან საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომელიც გაკეთდა საერთაშორისო ექსპერტული წარმომადგენლების მხრიდან და ამ პროცესს მიეცა ძალიან მაღალი შეფასება. ეს არის დოკუმენტი, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელშიც დევს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი სიძლიერის მთავარი მიზანი და არა ერთი პოლიტიკური ძალის, თუნდაც კოალიციის პოლიტიკური მიზანი. ეს კონსტიტუცია მოემსახურება ქვეყანას და ქართველ ხალხს მომავალში, მათ შორის თქვენც, ბატონო ოპოზიციონერებო“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)