|
2017-10-13 13:08:52, 1573 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კონფერენციის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა. „ევროპის საბჭოს რეგიონული კონგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობაზე კეთდება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ვუსვამთ ხაზს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - განაცხადა დავით ნარმანიამ. კონფერენციაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ეფექტურ მექანიზმებსა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის გზებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასევე, მათი მხრიდან თვითმმართველობის გაუმჯობესების ხედვაზე იმსჯელეს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას. წელს კვირეულის თემატიკას მოქალაქეთა ჩართულობა, კონსულტაციები და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს. „ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში აღინიშნება. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და სოციალური კავშირების გაუმჯობესებაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)