|
2017-10-13 12:20:40, 1920 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი დოლიძეს: ჩემი ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ამბობთ, რომ კონსტიტუციას მხარი ერთმა პარტიამ დაუჭირა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფად მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი მხოლოდ ერთმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა. ამასთან, რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავად პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, თუმცა აინტერესებს, რომელი ლოგიკით შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა და არ სურდეს თავისი დეპუტატის პირდაპირ არჩევა. „როცა ახსენებთ, რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ დაუჭირა მხარი ამ კონსტიტუციას, გავიწყდებათ, რომ არსებობენ ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლებისთვის. რომელი ლოგიკით შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა და არ უნდოდეს თავისი დეპუტატის პირდაპირ არჩევა. საზოგადოებას სურს, იყოს უფრო ახლოს თავის დეპუტატთან“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)