|
2017-10-12 18:59:55, 2362 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: თქვენი გამოსვლით სამარცხვინოდ გაკვირვებული ვარ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მწვავედ გააკრიტიკა. ოხანაშვილის თქმით, დოლიძემ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ წარმოადგინა. ამასთან, ოხანაშვილი დაინტერესდა, ანა დოლიძე ხომ არ აპირებს რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანებას: „ქალბატონო ანა, თქვენი გამოსვლით სამარცხვინოდ გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ ველოდებოდი აქ არგუმენტებს, მივიღეთ ირონიული, რიტორიკული, დამცინავი ტონი. მემგონი, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, სად იმყოფებით, ან თქვენი სტატუსი როგორია, ოპოზიციურ პარტიაში ხომ არ ხართ სადმე გაწევრიანებული, პარტიული კუთვნილება ხომ არ გაქვთ?! ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, ნუ ხართ ოპოზიციურად განწყობილი, ალბათ, უახლოეს მომავალში რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში გიხილავთ, თუ არ ხართ უკვე გაწევრიანებული“,-მიმართა დოლიძეს ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)