|
2017-10-12 13:54:07, 1938 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა და მიმდინარე გამოფენა - „კოტე მიქაბერიძე" - დაათვალიერა. ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს ექსპოზიციაზე მეგზურობა გამოფენის კურატორმა ნინო ძანძავამ გაუწია, რომელმაც ცნობილ ქართველ რეჟისორზე, მსახიობსა და მხატვარზე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებმა ასევე საგამოფენო პავილიონში არსებული მედიათეკა და არქივის ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია დაათვალიერებინეს. დელეგაციის წევრები ეროვნული არქივის მუშაობის კონცეფციას და საქმიანობას გაეცნენ, რომელსაც ეს უწყება სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ახორციელებს. ყაზახეთის დელეგაცია ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ინოვაციურ სერვისებს ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს ეცნობიან. დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)