|
2017-10-12 13:06:59, 2389 ნახვა
საზოგადოება
ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ კინომსახიობს ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდი გაიმართება 12-13 ოქტომბერს, 17:00 საათიდან (მის. ი. აბაშიძის 62, II სადარბაზო, II სართული, ბინა N 21). 14 ოქტომბერი 12:00 საათზე მსახიობს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი, 15:00 საათზე გაიმართება, ჯერჯერობით უცობია სად დაკრძალავენ ლიკა ქავჟარაძეს. სამინისტრო ქართული კინოს ვარსკვლავის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს. ცნობისთვის, მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე". მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), კავკასიური რომანსი“ "დემეტრე თავდადებული" (1982), "ოჯახი" (1985) და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)