|
2017-10-10 16:09:04, 2360 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოს სხდომა დაიწყო - პარლამენტის წევრებს შენობაში არ უშვებენ
თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით გადაცემის საკითხის განხილვაა დღის წესრიგით გათვალისწინებული, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია პუშკინის სკვერთან არსებული მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლასა და სოლოლაკის ქედზე ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას აპროტესტებს. საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება. დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ წევრებს, თუმცა ისინი საკრებულოში არ შეუშვეს. სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ საკრებულოს თავმჯდომარე კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. "რის საფუძველზე დახურეთ სხდომა. იყოს ღია. შიშის საფუძველზე ხურავთ, რომ სხდომას ვერ მართავთ და ვერ ასრულებთ საკუთარ მოვალეობას. არღვევთ კანონს სისტემატიურად; არ გაქვთ უფლება, სხდომა ასე დახურულად ჩატარდეს",-მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძემ. შეგახსენებთ, პუშკინის სკვერთან არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლასა და სოლოლაკის ქედზე ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. პროცედურის მიხედვით, თბილისის მერიამ საკრებულოს განკარგულებების და ხელშეკრულებების პროექტები გადაუგზავნა. ცნობისთვის, მმართველ გუნდში თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ. პრემიერის თქმით, თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)