|
2017-10-10 10:49:15, 1876 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისია პედაგოგებსა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. სამართლიანი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია რეკომენდაციით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს: “რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, ასევე, მათი აღსაზრდელების/მოსწავლეების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვისაგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან. ეს რიგით მე-7 რეკომენდაციაა, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის გამოსცა პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო სტრუქტურებისთვის. რეკომენდაციების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://justice.gov.ge/Ministry/Index/1502”, - ნათქვამია რეკომენდაციებში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა. კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა. ის თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია ამჯერად უკვე კვირაში ერთხელ იკრიბება და იმ დარღვევებზე მსჯელობს, რაც, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრო ორგანიზაციების ინფორმაციით, შესაძლოა, ზიანს აყენებდეს წინასაარჩევნო გარემოს სამართლიანობას და კონკურენტულობას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)