|
2017-10-09 13:59:04, 2005 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველო-ნატო-რუსეთის კომისიის შექმნის მოთხოვნით, აქცია გამართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნას. მათ ასევე საქართველო-ნატო-რუსეთის კომისიის შექმნაც მოითხოვეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წითელი ბარათები უჩვენეს. „23 დღეა ვშიმშილობთ არავინ დაინტერესებულა მმართველი გუნდიდან მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია შეიქმნას კომისია „საქართველო-ნატო-რუსეთის“ საკითხის განსახილველად. თუ არ იქნება შეთანხმება ნატოსა და რუსეთს შორის, მდგომარეობა საქართველოში არ გაუმჯობესდება. ჩვენ ასევე ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს მთავარი პრიორიტეტი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ვითხოვთ კრედიტების ზედა ზღვარის 6%- დან 9 %-მდე შემცირებას. კიდევ ერთი მოთხოვნაა გადაიხედოს იპოთეკით დაზარალებულ ადამიანთა მდგომარეობა და აღდგეს სოციალური შემწეობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეეზღუდა. მთავარი არბიტრი არის საქართველოს მოსახელობა და ეს არბიტრი დღეს საქართველოს მთავრობას წითელ ბარათს გადასცემს“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები. „პატრიოტთა ალიანსი“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს. დღევანდელ აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანი იყო შეკრებილი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)