22:01 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:41:19, 1840 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბირბიჩაძე: გამარჯვებისთანავე შევუდგებით საქმეს, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას I კვარტალსა და პოლიტკოვსკაიას N 18-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. 
ბირბიჩაძემ  მოსახლეობას  მის საარჩევნო ოლქში დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  
მოსახლეობამ, თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატს არსებული პრობლემები გააცნო. 
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში შეხვედრისას ხაზი გაესვა სკვერების, სპორტული მოედნებისა და საბავშვო სივრცეების მოწესრიგება-განახლებას. საკუთრების დაკანონების პრობლემა კი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რაზეც პოლიტკოვსკაიას N 18-ში მცხოვრებებმა ისაუბრეს. 
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც საკუთრების დაკანონებას ბიუროკრატიული საკითხების გამო ვერ ახერხებენ, სწორედ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაა და „ქართული ოცნების“ გუნდის გამარჯვების შემდეგ, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება. 
„ყველა უბანში ინდივიდუალური პრობლემებია, თუმცა, ძირითადი და მთავარი საკითხი მაინც რამდენიმეა და მათ, სწორედ, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული შვიდი პოლიტიკა პასუხობს. გამარჯვებისთანავე შევუდგებით საქმეს, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის.  ის პრობლემები, რაც დღეს მოსახლეობას აქვს, უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ. 


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics