|
2017-10-08 10:39:18, 1749 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ თბილისზე მზრუნველები დააჯილდოვა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თბილისზე მზრუნველები დააჯილდოვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, “თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს უკვე მეოთხედ იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიასა და ქალაქს. ზრუნავენ და წვლილი შეაქვთ დედაქალაქის განვითარებაში. ამჟამად, მუშაობს რომის ქუჩა N 2-სა და დადიანის ქუჩა N 34-ში მდებარე ისტორიულ სახლებზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა - იგი თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე, მზია ნადირაძე, რომელიც 40 წელია ძალას არ იშურებს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების, ციალა ჩხაიძე - 96-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც 51 წელია საკუთარი საქმის ერთგულია და ჰამლეტ ჟიჟიაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - უშუალოდ კურირებდა პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს და დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის წარმატებით განხორციელებაში. “უკვე მეოთხე წელია, ჩემი ინიციატივით, შემოდგომის დღესასწაულის ფარგლებში, დავაწესეთ ჯილდო - თბილისზე მზრუნველი! ამით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში! თქვენთვის, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილი ადამიანები თავიანთი საოცარი ისტორიებით ქმნიან ღერძს, რომლის გარშემოც მოძრაობს და ცოცხლობს ჩვენი თბილისი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)