|
2017-10-07 14:27:53, 2297 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვეძისის მოსახლეობას შეხვდა. დავით უთმელიძემ ადგილობრივებს პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გუნდის პროგრამა გააცნო და საბურთალოს რაიონში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოქალაქეებს 21 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. „ძვირფასო საბურთალოელებო, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე მივიდეთ და საკუთარი არჩევანი დავაფიქსიროთ. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ 21 ოქტომბერს, რათა გვქონდეს ნამდვილად სიცოცხლით სავსე ქალაქი. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის თბილისი ძველ ტრადიციებზე დაშენებით. თქვენი ჩართულობის გარეშე კი ეს ვერ მოხერხდება“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)