|
2017-10-06 18:12:13, 2136 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა ერთპიროვნულად მიღებულ დოკუმენტში შეცდომების გასწორების მცდელობაა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საკონსტიტუციო დოკუმენტის იმ ვარიანტის შესახებ ისაუბრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დღევანდელ დასკვნას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, კომისიის დასკვნა ეს არის შეცდომების გასწორების მცდელობა იმ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთპიროვნულად მიიღო. ,,ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა განსხვავდება წინა დასკვნისაგან იმით, რომ მასში ჩაიწერა მორიგი ორი შენიშვნა. დასკვნის სულისკვეთება იგივე დარჩა: კომისია წუხილს გამოთქვამს, ერთპარტიული დოკუმენტის გამო და იმისათვის, რომ მიუხედავად თავად კომისიის თავმჯდომარის მცდელობისა, არ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო დიალოგი და შექმნილიყო კონსენსუსი. გარდა ამისა, კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა უნდა ყოფილიყო. ამას დაემატა მცდელობა, რომ იქნებ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უკვე მიღებულია. კომისია დაპირებად იღებს უმრავლესობის დაპირებას, რომ რაღაც ცვლილებები უკვე მიღებულ კონსტიტუციაში მალევე შევა", - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)