|
2017-10-05 18:35:02, 2094 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტი ვეტოში უმრავლესობის წინადადებებს უცვლელად ასახავს
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, უმრავლესობის მიმართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. „და ბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით - ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად, პრეზიდენტი, ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)