|
2017-10-05 15:51:28, 2115 ნახვა
საზოგადოება
წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ახალგახსნილ საბავშვო ბაღს ესტუმრა. ბაღში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელიც იმყოფებოდნენ. დავით ნარმანიამ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა, რის შემდეგაც ადგილობრივებს ბავშვების ტარება დიდი ლილოსა და ნასაგურის დასახლებაში მდებარე ბაღებში უწევდათ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო გადაწყდა, წინუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ სააღმზრდელო პროცესი მაღალ დონეზე ჩატარდეს. ახალ ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ შორის, ორი-ბაგაა. შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულია. წინუბნის გარდა, წელს ბაღის მშენებლობა თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე - სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში მიმდინარეობს. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)