00:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 14:25:00, 2423 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის მეთაური: ჩემი დაპატიმრება ბარბაროსული ნაბიჯი იქნება

კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, მას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების გამო დაჭერის არ ეშინია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური მადრიდი მისი დაკავების განკარგულებას გასცემს.

„პირადად მე არ მეშინია და ესპანეთის მთავრობისგან უკვე აღარაფერი მიკვირს. ჩემი დაპატიმრებაც აბსოლუტურად შესაძლებელია, რაც იქნება ბარბაროსული ნაბიჯი“, - განაცხადა კარლეს პუიჩდემონმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, რეგიონის დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics