|
2017-10-05 11:19:14, 2207 ნახვა
მსოფლიო
ალიევი: შეგვიძლია ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანა ევროპისთვის ენერგორესურსების ერთადერთ ახალ წყაროდ რჩება, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა მიმართულებით შეუძლია. „ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს. სამი მათგანი ნავთობს ატარებს, ორი შავი ზღვისკენ, ხოლო ერთი ხმელთაშუა ზღვისკენ მიდის. გაზსადენები არის ოთხი. მათი საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისში ბაქოში გაიმართება ე.წ. სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც დაესწრება. ცნობისთვის, „სამხრეთის დერეფნის“ პროექტი 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)