|
2017-10-05 09:53:16, 2275 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი კალაძეს: პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი, ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. როგორც ელისაშვილმა Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის მზად არის ”ქართული ოცნების” კანდიდატს” ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. ”ჩემს ძირითად კონკურენტს, კახა კალაძეს, გუშინ შევთავაზე პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ტელევიზიაში დაჯდომა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარი. კალაძე ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი კიევის ”დინამოშიც”, ”მილანშიც” და ღამეები მითენებია მისი თამაშების ყურებაში. ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება, თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. ვიყავი ”ტფილისის ჰამქრის” თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი. კახის რომ შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი და ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შესაძლოა სტადიონზე მას შევჯიბრებოდი. მაგრამ, მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური კამპანია აქვს კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო კახი, ყველა ბილბორდი შენ გაქვს (მე ასეთი ფული არ მაქვს, არც მილიარდერი მეგობარი მყავს, არც ადმინისტრაციული რესურსი მაქვს), ამის მიუხედავად დემოკრატიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ აუცილებელია, მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძალიან იაფია. თანაბარი მოცემულობაა - ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არ აქვს მნიშვნელობა. ორივე უნდა იყოს დებატებში და უნდა დაამტკიცოს თავისი პოზიციის მართებულობა. ჰოდა, გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და შემდეგ, პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს და ველოდები სტადიონს”, - აცხადებს ელისაშვილი.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)