|
2017-10-04 19:06:37, 2373 ნახვა
მსოფლიო
პუტინს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ Life.ru იუწყება. როგორც პუტინმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, კენჭისყრის შემთხვევაში ვინ იქნებიან მისი კონკურენტები. "ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, არა მარტო ის, ვის წინააღმდეგ მომიწევს კენჭისყრა, არამედ არ გადამიწყვეტია მივიღებ თუ არა საერთოდ მონაწილეობას. წესით ეს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში უკვე უნდა გადავწყვიტო. ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის სხვა კანდიდატებს საჯაროდ ექნებათ დაფიქსირებული იღებენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მანამდე გაზეთმა კომერსანტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ცნობისთვის, პუტინმა პრეზიდენტის პოსტი პირველად 2000 წლის 26 მარტს დაიკავა, მეორედ 2004 წელს აირჩიეს, მესამედ კი 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტსაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)