|
2017-10-04 19:04:48, 2464 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი პუტინს დაბადების დღეს მასობრივი პიკეტებით „მიულოცავს“
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის განცხადებით, 7 ოქტომბერს, ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, 80 ქალაქში პიკეტები მოეწყობა, - ამის შესახებ Navalny.com იუწყება. ნავალნის ინფორმაციით, მთავარი ღონისძიება სანქტ-პეტერბურგში 18:00 საათზე ჩატარდება. როგორც ნავალნიმ აღნიშნა, მისი დაკავების ფაქტებიც ამ აქციებსა და პიკეტებს უკავშირდება. ამასთან, მან ხელისუფლების ქმედებებს "კლოუნადა" უწოდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთ კვირის განმავლობაში ნავალნი ორჯერ დააკავეს. პირველად ეს 29 სექტემბერს მოხდა, თუმცა პოლიტიკოსი იმავე დღეს გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევის გამო ის 2 ოქტომბერს უკვე 20 დღით დააპატიმრეს. ცნობისთვის, გუშინ პოლიციამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ნავალნის ადგილობრივი შტაბის უფროსიც დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)