|
2017-10-04 18:51:47, 1845 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: არანაირი კომპრომისის დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სირიის სახალხო საბჭოს დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსი მტკიცეა და მიმართულია დასავლურ ოჯახში-ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მისივე მტკიცებით, არანაირი კომპრომისის დაშვება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. "აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, მინდა ცალსახად გავიმეორო ჩვენი გუნდის პოზიცია. ჩვენი საგარეო კურსი მტკიცეა და მიმართულია დასავლურ ოჯახში-ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ევროატლანტიკური ღირებულებები არის ის სივრცე, სადაც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება. არანაირი კომპრომისების დაშვება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. აფხაზეთი არის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზი ძმები იმსახურებენ განვითარების შესაძლებლობებს, უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს. ამის ნაცვლად ოკუპანტის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ სამხედრო რიტორიკას და გვესმის მხოლოდ იარაღის ჟღარუნი. გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას და კონსოლიდაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და გავაგრძელებთ საქართველოს განვითარების პროცესს იმ მომენტამდე, ვიდრე არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა",- განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)