|
2017-10-04 13:54:13, 2451 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის მეფე: კატალონიამ ყველა დემოკრატიული პრინციპი და ჰარმონია დაარღვია
ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მონარქმა აღნიშნა, კატალონიაში მიმდინარე მოვლენები რეგიონის ეკონიმიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. "კატალონიის ლიდერებმა დაუშვებელი და უკანონო ქმედებების განხორციელება უნდა შეწყვიტონ. მათ ყველა დემოკრატიული პრინციპი და კატალონიურ საზოგადოებაში ჰარმონია დაარღვიეს. ჩვენ უნდა მივყვეთ დემოკრატიულ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, კატალონია დარჩება ესპანეთის შემადგენლობაში", - განაცხადა ფელიპემ. მანვე დასძინა, რომ ქვეყანა ამ კრიზისული მდგომარეობას გადალახავს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)