|
2017-10-03 18:13:52, 3469 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა გასართობი ცენტრი
ჩვენს დედაქალაქში უამრავი ბავშვთა გასართობი ცენტრი გვხვდება, სადაც შესაძლებელია თქვენს პატარებს გადაუხადოთ დაბადების დღე, მოუწყოთ ზეიმი ან უბრალოდ გაუხალისოთ დღეები. სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი აშკარად გამოირჩევა სხვა ცენტრებისგან, რადგან აქ განთავსებულია რამდენიმე ბავშვთა გასართობი ცენტრი. მაშინ როცა თქვენ დაკავებული ხართ შოპინგით, შესაძლებელია ბავშვები დატოვოთ (თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ) მოლში განთავსებულ საბავშვო ცენტრში. აქ ყველაფერია თქვენი პატარებისთვის: ატრაქციონები და სათამაშო პარკები, სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი და გასართობი თამაშები და ა.შ. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური გასართობი ინვენტარით , რაც უსაფრთხოების გარანტიაა. მოლში განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი გამოირჩევა უნიკალური სადღესასწაულო დარბაზებით, სადაც პატარა სტუმრებისთვის საზეიმო გარემოა შექმნილი. აქ ვიზიტით მათ დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებთ.გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში არის ყველაზე ლამაზი და მრავაფეროვანი კონტაქტური ზოოპარკი, რაც თქვენს პატარებს ნამდვილად ვერ დატოვებს გულგრილს. დასასრულს უნდა ავღნიშნოთ რომ, თბილისი მოლში რამდენიმე ცნობილი ბრენდის კვების ობიექტია (ვენდისი, დანქინ დონათსი, ბურგერ კინგი), სადაც სტუმრობით აუცილებლად მოიგებთ თქვენი პატარების გულს. სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი საუკეთესო არჩევანია, როგორც საშოპინგოდ, ასევე ბავშვების გართობისა და დასვენებისათვის - აქ მოსული თქვენი პატარა ნამდვილად ვერ მოიწყენს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)