|
2017-10-03 13:39:46, 1735 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის თანაბარი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია მოუწოდებს: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებების და აგიტაციისათვის გამოყენებისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კიდევ ერთხელ გასცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება-გამოქვეყნებამდე. უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის სთხოვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კიდევ ერთხელ მიაწოდოს ეს ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულებს და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ შეახსენებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, როგორიც არიან საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, აგრეთვე, მერები და გამგებლები, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)