20:01 - 24 Jul, 2026
|
2017-10-02 19:29:22, 2069 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. „შეძრწუნებული ვარ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე დაშავდა. თავდამსხმელი ადგილობრივი მკვიდრი, 64 წლის სტივენ პედოკია. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)