|
2017-10-02 12:04:59, 2084 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთი კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს
დიდი ბრიტანეთი კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ბრიტანეტი ესპანეთის ერთიანობას უჭერს მხარს. "ბრიტანეთი შეწუხებულია ძალადობრივი რეფერენდუმით, რომელსაც ესპანეთი არ ცნობს და რომელსაც არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ", - განაცხადა ჯონსონმა. ამასთან, როგორც მან მოგვიანებით Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ესპანეთის კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა. "კატალონიაში რეფერენდუმი ესპანეთის ხელისუფლებისა და ხალხის საქმეა. ესპანეთი ჩვენი უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, რომლის ძალა და ერთიანობა მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის", - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. მანამდე კი, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმის ჩატარების დროს კატალონიის მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 761 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბარსელონაში გამართული აქციების დასაშლელად, რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)