|
2017-09-29 14:23:45, 1825 ნახვა
საზოგადოება
N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტისა და ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის პროგრამების დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ორივე პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. სასწავლო კურსების ჩატარება საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მერმისი“ უზრუნველყო. სამინისტროს ცნობით, მსგავსი ტიპის პროგრამების განხორციელება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. ასევე, მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ კონკრეტულ პროფესიას. სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის ლეილა აფციაურის განცხადებით, სასწავლო კურსი ხელშესახები შედეგით დასრულდა. „სასწავლო კურსის დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა ქალბატონებმა თავისი ნამუშევრები წარმოადგინეს. შედეგი ძალიან კარგია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალბატონებისგან კვლავ არის მოთხოვნა, აღნიშნული პროგრამები გაგრძელდეს. ვფიქრობ, განათლების სამინისტროსა და ჩვენს უწყებას შორის არსებული კოლეგიალური და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე ეს შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა. კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგმა ეთერ მიშელაძემ განაცხადა, რომ თორმეტი კვირის განმავლობაში ქალბატონები დიდ ინტერესს იჩენდნენ. სწორედ ეს დრო დასჭირდათ მათ კურსის „ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი“ გასავლელად. „მყავდა 21 მსმენელი. ამ მოკლე ხანში მათ ძალიან კარგად აითვისეს ეს საქმე და როგორც მე, ასევე თავად მსჯავრდებულებიც კმაყოფილები არიან,“- განაცხადა ეთერ მიშელაძემ. საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ პედაგოგმა ოლიკო რუხაძემ განაცხადა, რომ მას მოლოდინი გაუმართლდა და ქალბატონებმა მცირე დროში შეძლეს სპეციალობის ათვისება. „ადამიანებმა, რომლებსაც თავდაპირველად არანაირი უნარ-ჩვევა არ ჰქონდათ ამ კუთხით, შეძლეს ამ ნამუშევრების შექმნა. ჩვენი ურთიერთობა შედგა, რადგან მათ ძალიან მოინდომეს“, - განაცხადა ოლიკო რუხაძემ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)