12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 12:59:50, 768 ნახვა

რეგიონი
ბათუმში კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერთა პრეზენტაციების წარდგენა და განხილვა მომავლის ტექნოლოგიების, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობა.

„კონფერენციის თემატიკა გახლავთ ბუნებრივი რესურსების კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლენის მიზნით; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი, წამლის მიზანმიმართული მიწოდების ფორმები და სისტემები; ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ა.შ.

კონფერენცია გარდა მეცნიერული კვლევის შედეგებისა მიზნად ისახავს მომავლის ტექნოლოგიებში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით განათლების საკითხების განხილვას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხისათვის“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ასამდე ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერი. კონფერენცია იმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით. კონფერენციის თანაორგანიზატორებია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“. სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას 20 000 ლარით აფინანსებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics