|
2017-09-29 09:01:52, 2541 ნახვა
პოლიტიკა
დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: 1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; 2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; 2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; 2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; 3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; 4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე; 5. მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის. საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)