|
2017-09-28 20:28:29, 2115 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. „ეს ადამიანები მზად არიან, 24 საათის განმავლობაში, თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებისთვის იმუშაონ; არ დაიშურონ ძალა - გამოიყენონ თავიანთი გამოცდილება იმისთვის, რომ როდესაც სამი წლის თავზე აქ შევხვდებით, ყველანი პირნათელი ვიყოთ თქვენს წინაშე. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. მჯერა, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატებს აირჩევთ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები ნადვილად ასეთები არიან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები რამდენიმე რეგიონში უკვე წარადგინა. (NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)