|
2017-09-27 20:31:50, 2204 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილის შეფასებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეთანხმების მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული
„ყველასთვის აშკარაა, რომ ერთნაირად წარუმატებლობისთვისაა განწირული როგორც მხოლოდ უმრავლესობის ორ საკითხზე, ისე ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა საკითხზე შეთანხმების მცდელობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ პრეზიდენტის ვეტო მხოლოდ მათ მიერ შეთავაზებული ორი საკითხით ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემოიფარგლება და პრეზიდენტმაც იცის, რომ უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ვეტოს, თუ მასში უცვლელად იქნება ასახული ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმებული ყველა საკითხი. „პროდუქტიული კონსულტაციებისკენ გზას გახსნიდა ვეტოს დამდები და ვეტოს გამზიარებელ-დამძლევი მხარეების გაცხადებული მზაობა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე. ჯერ-ჯერობით უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ 2 საკითხზე საუბრობს, ხოლო პრეზიდენტი ზოგადად კონსულტაციებისთვისაა მზად. გარკვეულწილად, ეს გასაგებიცაა. მომქანცველ და წინააღმდეგობებით სავსე კონსტიტუციურ პროცესში ჩართული ყველა მხარის განწყობა/მზაობა ჯერ კიდევ განვლილი მოვლენებითაა დაღდასმული. ურიგო არ იქნებოდა ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიებში რამდენიმე დღიანი პაუზის აღება, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ლიდერებისა და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. მითუმეტეს, რომ პრეზიდენტს ვეტოს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმაო დრო აქვს. დღეისათვის, როდესაც ყველამ ყველას ყველაფერით დავუმტკიცეთ ჩვენი ურყევი პრინციპულობა, უკვე შეიძლება სახელმწიფო საქმეების გაძღოლისთვის აუცილებელი სხვა თვისებებიც გამოვავლინოთ. პრეზიდენტის ვეტო შემდგომი პოლიტიკური პროცესების გასაღებია. ამ გასაღებით შეიძლება კარი გაიღოს ან კარი დაიკეტოს. ცხადია, ეს გასაღები პრეზიდენტის ხელშია, მაგრამ მისი გადატრიალებით კარი გაიღება თუ ჩაიკეტება, არანაკლებაა დამოკიდებული უმრავლესობის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებზე და პასუხისმგებლობის გაზიარების მზაობაზე”, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)