|
2017-09-27 15:54:11, 2012 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვას სთავაზობს. "საქართვლოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ დროისათვის, ახლადმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე. ეკა მიშველაძემ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა: "სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრებები. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის ძალიან ნეგატიური შეფასებებისა და დასკვნების ფონზე. ბოლოს მოგეხსენებათ, რომ კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დატოვეს კიდეც და ამის მიზეზი პოლიტიზებული და გაუმჭვირვალე პროცესი იყო. ცხადია, როგორც მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალ კვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს... ზოგადად, მოქალაქეობის მინიჭება ხდება შესაბამისი პროცედურებით - იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით. ამ ადამიანს, რომელზეც იყო საუბარი ამ უწყებებისგან ჰქონდა ყველა დადებითი რეკომენდაცია და დასკვნები, ასევე საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები უწევდნენ მას რეკომენდაციას", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)