|
2017-09-27 12:34:41, 1877 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება თუ არ იქნება მიღებული, ვეტოს დავძლევთ
„ვფიქრობთ, რომ ძალიან პოზიტიური იქნება პრეზიდენტმა მიიღოს შეთავაზება და ვეტო ამ ორი ცვლილებებისთვის გამოიყენოს, რომელიც ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებს და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს. „რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა პრეზიდენტს რომ ვეტო იქნას გამოყენებული იმ ორი მნიშვნელოვანი ცვლილების შესატანად, რომელიც ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებს და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის. ვფიქრობთ რომ ძალიან პოზიტიური იქნება რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება მიიღოს და ვეტო ამ ორი ცვლილებისთვის გამოიყენოს. თუმცა, თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული რა თქმა უნდა ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დავძლევთ. პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო ახალი საკონსტიტუციო ცვლილბები, რომელიც ქმნის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული გან ვითარების გარანტიებს. აქ მნიშვნელოვანია რომ ოთხი პრინციპის გაძლიერება და მხარდაჭერა ხდება. ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამ კონსტიტუციაში გაძლიერებულია ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები ასევე სახელმწიფის პასუხისმგებლობები მოქალაქეების მიმართ. შექმნილია უკეთესი ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის“,-განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჰქონდეს ორი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. „ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც ცალსახადაა აღნიშნული რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიას და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ემსახურება“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)