|
2017-09-27 11:14:56, 1775 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 26 სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს . სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესის, ასევე, წესების დარღვევის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. იოჰანეს ჰანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პროგრესი, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერი ქვეყანა და მადლიერება გამოხატა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის. „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, როგორიც არის რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. შეხვედრის დასასრულს ვიქტორ დოლიძემ ევროკომისარს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მიულოცა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან იოან მირჩეა პაშკუსთან. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულების, სამიტისთვის მზადების, ევროკავშირის დახმარებების დაგეგმვისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ქმედითი ღონისძებების ჩატარების საკითხები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ევროკავშირთან საქართველოს მისიაში გაიმართავიქტორ დოლიძის შეხვედრაც ევროკომისიის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტში (COEST)ევროკავშირისწევრიქვეყნებისწარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების და მისივე შემადგენელი თავოსუფალის სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.სხვადასხვა სფეროში მიმდინარე, თუ დაგეგმილ რეფორმებზე დეტალურად ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა და ევროკავშირის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)