|
2017-09-26 13:35:41, 2388 ნახვა
მსოფლიო
ბაქოში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა
ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ერთ-ერთი ლგბტ აქტივისტი ფარიდი მედიასთან საუბარში ჰყვება, მასობრივი დაპატიმრებები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო. მისივე თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანია დაკავებული. ფარიდის ცნობით, ლგბტ თემის წარმომადგენლებს სამართალდამცველები მოუწოდებდნენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ. თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ის საკუთარ სახლში დააკავეს და 4 დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში მდებარე სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. მისივე ინფომრაციით, მას აიძულებდნენ თემის სხვა წარმომადგენლები "ჩაეშვა". ამასთან, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს. მაგრამ, ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისივე განმარტებით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)