|
2017-09-26 10:42:39, 2011 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე კრწანისის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას აწყდება. თბილისის მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ აღნიშნული საკითხი მისი მერობის პირობებში მოგვარდება. „რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩემი მერობის პირობებში ეს საკითხი იქნება მოგვარებული. არსებობენ ოჯახები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ ოჯახები, თაობები გაიზარდა ამ ოჯახებში და დღემდე ცხოვრობენ იმის შიშით, რომ არ გამოასახლონ. ვპირდები მათ, რომ ხელცარიელს არ დავტოვებ ამ ბიუროკრატიის პირობებში“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ეს ოჯახები გაიმიჯნებიან მათგან, ვინც 2012 წლისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მიზანმიმართულად იჭრებოდა. კახა კალაძე ამომრჩეველს ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და ურბანული საკითხების გარდა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზეც ესაუბრა. მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება, მუნიციპალური პროგრამები კიდევ უფრო დაიხვეწება. კახა კალაძესთან ერთად კრწანისის მოსახლეობას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტარი ბექა ოდიშარია და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე შეხვდნენ.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)