|
2017-09-25 15:37:35, 2315 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიღებთ ძალიან სანიმუშო, დახვეწილ კონსტიტუციას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, სანიმუშო იქნება. კობახიძის შეფასებით, დღეს მოქმედი კონსტიტუციის დოკუმენტი შინაარსობრივი და სტრუქტურული კუთხით, ძალიან გაუმართავია: „თუ ნახავთ დღევანდელ კონსტიტუციას, ეს დოკუმენტი იქნება ნამდვილად სანიმუშო იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. მე ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს კონსტიტუციურ სამართალს და ნამდვილად მეუხერხულებოდა ამ ტექსტით მუშაობა სტუდენტებთან იმდენად გაუმართავი იყო ის შინაარსობრივი და სტრუქტურული თვალსაზრისით. თუ ჩახედავთ ახალ დოკუმენტს, აბსოლუტურად გამართული სტრუქტურა აქვს, შეუძლებელი იყო კონსტიტუციის მუხლების დასათაურებაც კი. დღეს ყველა მუხლი დასათაურებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემაშია მოქცეული თავიდან ბოლომდე კონსტიტუციის ახალი რედაქცია. იყო უამრავი ხარვეზი, დაწყებული სტილისტური ხარვეზებით, დამთავრებული გრამატიკული, შინაარსობრივი ხარვეზი იყო უამრავი, რაც თავიდან ბოლომდე სწორდება. ეს შინაარსთან შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ესეც თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გასწორდა კონსტიტუციის ტექსტში. ჩვენ ვიღებთ ძალიან სანიმუშო, დახვეწილ კონსტიტუციას, იურიდიული ტექნიკის კუთხით, ეს დოკუმენტი არის ძალიან დახვეწილი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)