|
2017-09-25 15:27:23, 3483 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა 26 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტის პოზიციას და შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტი არ არის თანხმობის დოკუმენტი, მას არაერთი ხარვეზი აქვს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. მისივე განმარტებით, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსს და შესაბამისად ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს. „აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიას გამოთქმული აქვს ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, მათ შორის, ფართომასშტაბიან რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევის თაობაზე. "ეს ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილია. პრეზიდენტი ენდობა ვენეციის კომისიას. მას წინასწარ დასკვნაშიც და ახლაც აქვს ხაზგასმული არა ერთი კრიტიკული შენიშვნა. კომისია გამოთქვამს წუხილს პროპორციულ არჩევნებზე არგადასვლასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ შეიძლება პრეზიდენტი იყოს დანიშნული და მართული, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან; გამოთქმული აქვს ბევრი კრიტიკული შენიშვნა ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებით; ასევე, სასამართლოს თავთან დაკავშირებით. შეპირებისამებრ, ყველა ეს რეკომენდაცია უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში და ისინი გათვალისწინებული არაა", - აღნიშნა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)