16:38 - 23 Jul, 2026
|
2017-09-25 10:33:51, 2112 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძემ განახლებული პეკინის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრა და მოქალაქეების მოსაზრებებს გაეცნო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ დღეს განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩებზე იმგზავრა და მგზავრებს ქალაქის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარში მოქალაქეებმა მოიწონეს განახლებული პეკინის ქუჩა და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ველობილიკები და ავტობუსის ზოლები სხვა ქუჩებზეც მოეწყობა, რათა ტრანსპორტით გადაადგილება გაადვილდეს. “მოვისმინე მგზავრების აზრი ქალაქში, კერძოდ კი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ პროექტებზე. მიხარია, რომ დადებითი განწყობაა ამ სიახლეებთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორცილებთ და თბილისი გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)