|
2017-09-23 17:22:15, 2246 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის დიდი დანაკლისია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განუცხადა, სოტკილავას გარდაცვალება ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის დიდი დანაკლისია. „მისმა დაუვიწყარმა შესრულებამ საოპერო არიების, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია. ბატონი სოტკილავას გარდაცვალებით, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა კულტურამ, დაკარგა არა მხოლოდ მსოფლიო დონის ტენორი, არამედ გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე. საგულისხმოა, რომ ის ერთნაირი წარმატებით და პასუხისმგებლობით ასრულებდა როგორც საოპერო ნაწარმოებებს, ისევე ფოლკლორს. ის ასევე იყო აბსოლუტურად გამორჩეული პედაგოგი, რომელიც თავის ცოდნასა და უდიდეს გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას გადასცემდა. ვუსამძიმრებ პირველ რიგში მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)