|
2017-09-23 16:04:18, 2290 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საშუალო საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს. არჩევითი საგნის სტანდარტის შესახებ დღეს თავდაცვის უწყებაში იმსჯელეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების, ასევე საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხებს შეეხო. საგნის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს შემუშავება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის #393 ბრძანებით დაევალა.
(NS)
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)